დღეს, 30 აგვისტოს, წიწამურის ტრაგედიიდან 104 წელი გავიდა. "ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე აღნიშნული დღისადმი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ "ნუ იქცევიან წიწამურის თანამედროვე ავტორებად".
"დღეს, 30 აგვისტოა და 104 წელი გასრულდა ქართველთა საუკუნო ტკივილისა და დიდი სირცხვილის დღიდან. დღეს, 30 აგვისტოს, წიწამურის ტრაგედიის ხსოვნის დღეს, საქართველოს ლეიბორისტული პარტია ავრცელებს სპეციალურ განცხადებას და, ამჯერად, მიმართავს წიწამურისთანა მედროვე ავტორებს, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორებს, აქტივისტებს, მოხალისეებს, ძე შეცდომილებს და რამდენიმე ათეულ ლარზე დაწაფებულ და პირად კეთილდღეობაზე მზრუნველ იმ უსამშობლო ქართველებს, რომლებმაც დღევანდელ დღეს მაინც, თვალი უნდა გაუსწორონ მათი ბოლო წლების ნამოქმედარს და ჩვენ მივმართავთ მათ: ნუ იქცევით წიწამურისთანა მედროვე ავტორებად და თვალი გაუსწორეთ: სახელმწიფოებრივად დაშლილ, ტერიტორიულად დაქუცმაცებულ და სისხლმდინარე საქართველოს; დამოუკიდებლობა წართმეულ, სუვერენობა ახდილ და გაღატაკებულ საქართველოს; შეურაცხყოფილ დედა ეკლესიას და სულიერი და ფიზიკური დაქუცმაცებისათვის კვლავ განწირულ საქართველოს; 2 მილიონზე მეტ, სიღატაკის ზღვარს მიღმა და ბედის ანაბარად მიტოვებულ სრულიად დაუცველ ადამიანებს; მოჯამაგირეობის გზაზე გაყენებულ ასიათასობით ჩვენს თანამემამულეს და მათ მომლოდინე ატირებულ შვილებსა და მშობლებს; თქვენით ავ გამოდებით მოყვანილი ხელისუფლების რეპრესიული მოქმედებებით ავსებულ ციხეებს, უკანონო და პოლიტიკურ პატიმრებს; გაყიდულ ქართულ მიწებს და სტრატეგიულ სიმდიდრეებს; ნაცემ და სასტიკად ანგარიშგასწორებულ თავისუფალ დემონსტრანტებს; ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისათვის საგულდაგულოდ გამოკეტილ და გაყიდულ სკოლებს და საბავშვო ბაღებს; ქართულ იდეა წართმეულ დედაუნივერსიტეტს; გაფანტულ ეროვნულ ენერგიას და ჩვენი სამშობლოს უპერსპექტივო მომავალს", - აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვის თანახმად, საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ამ უსამშობლო ქართველების სინდისის ქენჯნის ამარა არ დავტოვოთ ჩვენი სამშობლოს ხვალინდელი დღე.
"მეტიც, საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში და დასახლებულ პუნქტში ჩვენს მიერ თქვენი სახელები გახმიანდება, როგორც წიწამურის თანამედროვე ავტორებისა და ეს მძიმე სასჯელი იქნება თქვენთვისაც და თქვენი მომავალი თაობებისთვისაც. მიგვაჩნია რომ: დღეს, ყოველმა ქართველმა და მართლმადიდებელმა ქრისტიანმა გონებით მაინც უნდა გაიაროს გზა თბილისიდან წიწამურამდე. ილიას უკანასკნელი გზა ანუ ვია დოლოროსა (via dolorosa)საქართველოსთვის გაიაროს, რათა თავადაც მარად განეცდებოდეს: გრძნობა ილიასი, ანუ საქართველოსი; აზრი ილიასი, ანუ საქართველოსი; სასოება ილიასი, ანუ საქართველოსი; და წამება ილიასი, ანუ საქართველოსი", - აღნიშნულია მიმართვაში.