გრძელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრისა და სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ქუვეიტში. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ სავაჭრო-სამრწველო პალატის ხელმღვანელს შეიხ ალ-რამინსს. შეხვედრას ესწრებოდნენ სავაჭრო-სამრაწველო პალატაში გაწევრიანებული კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ 2 ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ორ ქვეყნას შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ. ვიზიტის პირველ დღეს ასევე გაიმართა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტაცია, რომელიც ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა ზაზა მიქაძემ გააცნო. პრეზენტაციას უმხვილესი 50 კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ქუვეითის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სურვილი, საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები - სოფლის მეურნების, უძრავი ქონებისა და ტურიზმის სფეროში. დღესვე ზურაბ პოლოლიკაშვილი სოფლის მეურენეობისა და კვების მრეწველობის დარგის ერთ_ერთ ლიდერი კომპანიის `ხორასი~ ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა. კომპანიას გააჩნია საინვესტიციო ფონდი, რომლის მეშვეობით აპირებს საქართველოში ინესტიციების განხორციელებას. უახლოეს პერიოდში კომპანიის ხელმღვანელობა საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ შეიხ მიშელ-აბ საბახმა, რომელსაც ასევე სურს გამოაგზავნოს თავის წარომადგენელი აჭარის ზონაში ინვესტიციებს განსახორციელებლად.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრები ქუვეითის უდიდესი საინვესტიციო ფონდის `გლობალ ინვესტმენტ ჰაუზის~ და სატრასპორტო კომპანია `აჯილიტთანის~ პრეზიდენტებთან. ამ უკანასკნელის წლიური ბრუნვა 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ზურაბ პოლოლიკაშვილის ხელმძღვანელობით ქუვეითში გუშინ გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან მინისტრის მოადგილე ზურაბ ალავაძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი ირაკლი მატკავა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ჯემალ ინაიშვილი.