შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 მაისის ღამით რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გრაფიკული ვიდეომასალა გაავრცელა.
მასალაში სრული სიზუსტით არის აღდგენილი, როგორ დატოვა ბიწაძე-ბურჯანაძის ექსკორტმა რუსთაველის გამზირი.
"ჯი-ეიჩ-ენი" მასალას გთავაზობთ უცვლელად.
"ავტომობილი #1 - "DODGE RAM" სახ. ნომრით WPW506 რეგისტრირებულია საქართველოს მოქალაქე პავლე ზუმბაძეზე.
პოლიციის მიერ მიღებული ჩვენებების თანახმად, დადგინდა ავტომობილში მსხდომ პირთა ვინაობა: საჭეს მართავდა ამირან მერებაშვილი. იგი დაკავებულია სსკ-ის 353-ე, 118-ე, 120-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2011 წლის 28 ივლისს სასამართლომ მას სასჯელის სახლით შეუფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი.
ავტომანქანაში იმყოფებოდნენ ასევე ზურაბ გოგჩელაშვილი (ანზორ ბიწაძის დაცვის წევრი), ანზორ ბიწაძე, დიმიტრი ყიფიანი (ანზორ ბიწაძის დაცვის წევრი).
აღნიშნული ავტომანქანის მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის შედეგად ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს და დაზარალებულად იქნენ ცნობილი პოლიციის თანამშრომლები: ზაალ მაისურაძე, გიორგი კინწურაშვილი, ზვიად ხმალაძე.
ავტომობილი #2 "TOYOTA PRADO" სახ. ნომრით CBG777 რეგისტრირებულია საქართველოს მოქალაქე - ბადრი ბიწაძეზე.
პოლიციის მიერ მიღებული ჩვენებების თანახმად, დადგინდა ავტომობილში მსხდომ პირთა ვინაობა: საჭეს მართავდა შაქრია ზურაშვილი. იგი დაკავებულია სსკ-ის 117-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2011 წლის 17 აგვისტოს სასამართლომ მას სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ავტომანქანაში ისხდნენ ზურაბ ქიტიაშვილი (ბადრი ბიწაძის დაცვის წევრი), ლაშა ჭეიშვილი (ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრი), ნინო ბურჯანაძე და ელისო ხაჭაპურიძე (პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"-ს წევრი).
ავტომანქანაზე გარედან ჩამოკიდებულები იყვნენ შემდეგი პირები: დავით შაყულაშვილი (ნინო ბურჯანაძის დაცვის უფროსი), ბორის იურინი (ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრი), ალექსანდრე გურასპაშვილი (ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრი), მამუკა მარღიშვილი (ანზორ ბიწაძის დაცვის წევრი).
ავტომობილი #3 " TOYOTA LENDCRUISER" სახ. ნომრით VSV888 რეგისტრირებულია საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გურასპაშვილზე.
პოლიციის მიერ მიღებული ჩვენებების თანახმად დადგინდა ავატომობილში მსხდომ პირთა ვინაობა: საჭეს მართავდა კობა კობაური. იგი დაკავებულია სსკ-ის 117-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2011 წლის 28 ივლისს სასამართლომ მას სასჯელის სახლით შეუფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი.
ავტომანქანაში იჯდა გიორგი ფიცხალიშვილი (ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრი).
აღნიშნული ავტომანქანის მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის შედეგად
ჯამრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და დაზარალებულად იქნა ცნობილი პოლიციის თანამშრომელი შალვა თავთუხაშვილი.
ავტომობილი #4 " TOYOTA LENDCRUISER სახ. ნომრით MIS672 რეგისტრირებულია საქართველოს მოქალაქე თემო ბიწაძეზე.
პოლიციის მიერ მიღებული ჩვენებების თანახმად დადგინდა ავატომობილში მსხდომ პირთა ვინაობა: საჭეს მართავდა ნიკოლოზ ზაუტაშვილი. იგი დაკავებულია სსკ-ის 353-ე, 117-ე, 120-ე და 125-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2011 წლის 28 ივლისს სასამართლომ მას სასჯელის სახლით შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი.
ავტომანქანაში ისხდნენ რეზო ჩოჩიშვილი (ბადრი ბიწაძის დაცვის წევრი), თამაზ სიდამონიძე (ბადრი ბიწაძის დაცვის წევრი), ქართლოს ჩოჩიშვილი (ბადრი ბიწაძის დაცვის წევრი), არჩილ ცხოვრებაშვილი (ბადრი ბიწაძის დაცვის წევრი).
აღნიშნული ავტომანქანის მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის დროს მანქანის შეჯახებისას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე ნოდარ ცხადაძე.
ასევე ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს და დაზარალებულად იქნენ ცნობილები პოლიციის თანამშრომლები: გიორგი გეგეჩკორი, მამუკა ხაჩიძე
ავტომობილი #5 " TOYOTA LENDCRUISER" სახ. ნომრით QSQ808 რეგისტრირებულია საქართველოს მოქალაქე - ივანე ჩიღვინაძეზე.
პოლიციის მიერ მიღებული ჩვენებების თანახმად დადგინდა ავატომობილში მსხდომ პირთა ვინაობა: საჭეს მართავდა ივანე ჩიღვინაძე. იგი დაკავებულია სსკ-ის 187-ე, 353-ე, 118-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
მას სასამართლომ 2011 წლის 25 აგვისტოს სასჯელის სახლით შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 წლით პირობითი მსჯავრი.
ასევე ავტომობილში ისხდნენ - რამაზე მეტრეველი. იგი დაკავებულია სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2011 წლის 11 აგვისტოს სასამართლომ მას სასჯელის სახით შეუფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი.
კობა გოცირიძე. იგი დაკავებულია სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2011 წლის 16 აგვისტოს სასამართლომ მას სასჯელის სახით შეუფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ემზარ ჟვარიანი დაკავებულია სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2011 წლის 11 აგვისტოს სასამართლომ მას სასჯელის სახით შეუფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი.
ასევე ამავე ავტომაქანაში იჯდა აქციის მონაწილე რევაზ ხოფერია, არჩილ დუმბაძე.
აღნიშნული ავტომანქანის მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო და დაზარალებულად იქნა ცნობილი პოლიციის თანამშრომელი გიორგი დათიაშვილი.
ავტომობილი #6 "MERCEDES BENZ ML" სახ. ნომრით SOF204 რეგისტრირებულია საქართველოს მოქალაქე ილია ზივზივაძეზე.
საჭეს მართავდა ილია ზივზივაძე. იგი დაკავებულია სსკ-ის 117-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. 2011 წლის 28 ივლისს სასამართლომ მას სასჯელის სახით შეუფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი.
აღნიშნული ავტომანქანის მიერ პოლიციის კორიდორის გარღვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება და დაზარალებულად იქნა ცნობილი პოლიციის თანამშრომელი ვალერი ხუნჯუკაშვილი.
ავტომობილი #7 " TOYOTA LENDCRUISER" სახ. ნომრით CHG001 რეგისტრირებულია საქართველოს მოქალაქე კობა კობაურზე.
პოლიციის მიერ მიღებული ჩვენებების თანახმად დადგინდა ავატომობილში მსხდომ პირთა ვინაობა: საჭეს მართავდა ალექსანდრე ბიბილური.
იგი დაკავებულია სსკ-ის 117-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
2011 წლის 29 ივლისს მას სასმართლომ შეუფარდა სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5 წლით პირობითი მსჯავრი.
ამავე ავტომობილში იჯდა ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრი მერაბ სოხაძე, ქეთევან შარაბიძე (პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო"-ს წევრი).
აღნიშნული მანქანის მიერ პოლიციის გარღვევის დროს მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა პოლიციის თანამშრომელი ლევან მაისურაძე", - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ მასალაში.