"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ხოგუანის აზრით, "ნაციონალებმა" არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყეს.
„მაშინ, როცა ხელისუფლება ბევრს ლაპარაკობს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, ადგილობრივი გამგეობის წევრები თელავის მაჟორიტარული არჩევნებისთვის, რომელიც 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადების, ან გათავისუფლების სანაცვლოდ, არჩევნებზე 20 ადამიანის მიყვანას ავალებენ. ეს უკეთეს შემთხვევაში ადმინისტრაციული რესურსისი გამოყენებას ნიშნავს, ან უარესი,-კორუფციული გარიგების მცდელობაა"-განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფიო ხორგუანმა.
ხორგუანი მოუწოდეს თელავის გამგებელს, ვასილ დავითაშვილს გააკონტროლოს მისი გამგეობის წევრები, "ნაციონალურ მოძრაობას" კი შეახსენებს, რომ კორუფციული გარიგებაც და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც უკანონო, დასჯადი ქმედებაა.