30 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით სინგაპურს ეწვევა.
ვიზტის ფარგლებში ბაქრაძე და პარლამენტის დელეგაცია შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნეს და საინვესტიციო წრეების წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გამართავს.
სინგაპურიდან 2-4 სექტემბერს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ავსტრალიას ეწვევა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრალიის პარლამენტის სპიკერს, ჰენრი ალფრედ ჯენკინსსშეხვდება.
ასევე, დავით ბაქრაძე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავენ ავსტრალიიის პარლამენტის საგარეო, თავდაცვისა და სავაჭრო კომიტეტების თავმჯდომარესთან მაიკლ დავიდ დენბისთან და ავსტრალიის პარლამენტის სხვა წევრებთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა ახალი სამხრეთ უელსის გუბერნატორთან მარია ბაშირთან.
6-8 სექტემბერს კი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ახალ ზელანდიაში გაგრძელდება, სადაც დაგეგმილია დავით ბაქრაძის შეხვედრა ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერთან ლოქვუდ სმიტთან, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერთან სიმონ პაუერთან, საგარეო, თავდაცვისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯონ ჰეისთან, რომელიც მსოფლიო რაგბის თასზე საქართველოს რაგბის ნაკრების მასპინძელი იქნება.
ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ვიზიტების ძირითადი მიზანია ორმხირივი კონტაქტების განვითარება წყნარი ოკეანის რეგიონის წამყვან სახელმწიფოებთან, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განვითარებას.