ნატო 26 აგვისტოს საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში გამართულ არჩევნებს არ აღიარებს.
ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაშია ნათქვამი.
"ასეთი სახის არჩევნების ჩატარება ხელს არ უწყობს საქართველოში არსებული ვითარების მშვიდობიან და მდგრად გადაწყვეტას. მოკავშირეები ადასტურებენ თავიანთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში.