"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ კახა კუკავამ და რუსეთ-საქათველოს ერთიანობის ფონდის პრეზიდენტმა ვლადიმერ ხომერიკმა მოსკოვში, "რია-ნოვოსტის" მედიაცენტრში პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციას რუსული მედია ესწრებოდა. კუკავამ და ხომერიკმა რუსეთის მთავარ სანიტართან გენადი ონიშენკოსთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრეს, რომელიც დღეს გაიმართა. მასზე ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების საკითხი განიხილებოდა.
ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ კუკავას პოლიტიკური შეფასებით საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ურთიერთობის განვითარების პერსპექტივით.