აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
როგორც შამბამ "არჩევნებში" ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას დღეს საზეიმო განწყობა აქვს.
"დღეს ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების დღეა. დილიდან მირეკავენ და მილოცავენ. თუმცა დღეს საპრეზიდენტო არჩევნებიც არის. საზეიმო განწყობა გაორმაგებულია", - განაცხადა შამბამ.
შამბა დარწმუნებულია, რომ 27 აგვისტოს "ბრძენი აფხაზი ხალხის" სადღეგრძელოს დალევს.