საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ადეკვატური შეფასება მისცეს, მკაცრად დაგმოს ის და დარჩეს ერთგული იმ პრინციპების, რომლის დეკლარირებაც საქართველოსთან მიმართებაში მუდმივად ხდება. შესაბამისი განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
რაც შეეხება აფხაზეთში ე.წ. საერთაშორისო დამკვირბელის სტატუსით ჩასულ პირებს, კალანდაძის მტკიცებით, ისინი არც ერთი ქვეყნის ოფიციალური პირები არ არიან და მათ შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე საგარეო უწყება მუშაობს.
"ამ პირებმა უხეშად დაარღვიეს საქართველოს კანონმდებლობა, ისინი მოექცნენ რუსეთის გავლენის ქვეშ. იმდეს ვიტოვბებთ, რომ მათი დიდი ნაწილი აფხაზეთის შესახებ სათანადო ინფორმაციას არ ფლობს. ჩვენი ინფორმაციით, ე.წ. საერთაშორის სტატუსუთ იქ ჩასული პირები არც ერთი ოფიციალური პირი არ არის. წინასწარი ცნობით ისინი ყოფილი დეპუტატები არიან", - განმარტა კალანდაძემ.