აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებში ადგილობრივი დროით 15:00 საათის მონაცემებით "ამომრჩეველთა" 48,78% მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბატალ ტაბაღუამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. საარჩევნო კომისიაში ამ დრომდე არ შემოსულა დარღვევებზე არც ერთი საჩივარი არც "ამომრჩევლის", არც "კანიდადების" და არც დამკვირვებლების მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ აფხაზი სეპარატისტების ე.წ. საარჩევნო კანონმდებლობით "არჩვენები" ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობას რეგისტრირებული "ამომრჩეველთა" ნახევრზე მეტი მიიღებს.
როგორც ცნობილია, აფხაზეთის ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა, რომელიც 29 მაისს მოსკოვის 83-ე საავადმყოფოში სიმსივნის დიაგნოზით 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საკუთარ არჩევანის გაკეთება სამ "კანდიდატს" შორის - აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებს ალექსანდრე ანქვაბს, ე.წ. პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბასა და ოპოზიციონერ, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტს რაულ ხარჯიმბას შორის მოუწევთ.