საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური განათლების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს წარმატებულად აფასებს.
"განათლების სისტემაში წარმატებული რეფორმები განვახორციელეთ. შევცვალეთ ვაუჩერის ფორმულა - შემოვიღეთ დამატებითი მოტივაციები სკოლის დირექტორებისათვის და მასწავლებელბისათვის იმისათვის, რომ დირექტორებმა საუკეთესო პედაგოგები შეარჩიონ, მასწავლებლებმა კი საკუთარ თავზე იმუშაონ, რათა სერთიფიცირება გაიარონ", - განაცხადა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე შეფასებით, "სწორი მოტივაციებია შექმნილი განათლების სექტორის თითქმის ყველა რგოლზე".
"წელს პირველად გვეყოლება მასწავლებლები, რომელიც 1000 ლარიან ხელფასებს მიიღებენ, ეს ის კონტიგენტია, რომელმაც სერტიფიცირება გაიარეს და გამოცდები ჩააბარეს ინგლისურსა და კომპიუტერში. . . ძალიან სწორი მოტივაციები შევქმენით განათლების სექტორის თითმის ყველა რგოლზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმები უახლოეს მომავალში დადებით შედეგს გამოიღებს", - განმარტა გილაურმა.