აფხაზი სეპარატისტები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სიმცირის გამო უკმაყოფილოები არიან.
აფხაზი სეპარატისტები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სიმცირის გამო უკმაყოფილოები არიან. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, მათ "არჩევნებზე" დასასწრებად მოწვევა დსთ-ს წევრ ქვეყნებსა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნეს.
"ჩვენ ველოდებოდით უფრო მეტი რაოდენობით დამკვირვებლებს, რადგან პარლამენტმა დსთ-ს ყველა სახლელმწიფოს და ყველა საერთაშორისო ორგანიაზაციში გაგზავნა მოწვევა", - აღნიშნა ღვინჯიამ და დასძინა, რომ "არჩევნებს" მონიტორინგს 27 ქვეყნის 119 დამკვირვებელი უწევს.
მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებში "არჩევნების" ორგანიზება მომხდარიყო, აუცილებელია ამ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობები ჰქონდეთ, როგორც ეს რუსეთის ფედერაციასთანაა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სეპარატიტული რეჟიმის ლიდერის ირჩევენ.