ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიაში და საქართველში კრიზისების საკითხებში ახალ სპეციალურ წარმომადგნლად ფრანგი დიპლომარი ფილიპ ლეფორტი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცლებს.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების უმაღლესი კომისრის ქეთრინ ეშტონის გადაწყვეტილებით ლეფოტი პიერ მორელსა და პირეტ სემნებს შეცვლის.
ლეფორტი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას 2011 წლის 1-ელი სექტემბრიდან შეუდგება და მისი სპეცილაური წარმოადგენლის მანდატი სამხრეთ კავკასაში და საქართველში კრიზისების საკითხებში 2012 წლის 30 ივნისში ამოიწურება.
ფრანგი დიპლომატს დავალებული აქვს კავკასიის ქვეყნების ხელისუფლებებთან, პარლამენტებთან, სხვა სახლემწიფო უწყებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
ლაფორტ რეგიონში უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, ორგანიზებული დანაშაულის, კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვრების მიმართულბით იმუშავებს.
ფილიპ ლაფორტი 20 წელია რაც საფრანგეთში დიპლომატიურ სამსახურს ეწევა.
იგი 2004 წლიდან 2007 წლამდე იყო საფრანგეთის ელჩი საქართველში, ხოლო 2007-2010 წლებში რუსეთში საფრანგეთის დიპოლომატიურ წარმომადგენლობის თავმჯდომარის მოადგილე მუშაობდა. 2010 წლიდან ლეფორტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონტინენტური ევროპის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი იყო.