ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ბოლივიის მრავალეროვანი სახელმწიფოს პრეზიდენტს ევო მორალეს აიმას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩთან საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბოლივიის მთავრობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობა ურყევ მხარდაჭერას უცხადებს.
შეხვედრაზე ასევე, განხილულ იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.