საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ქვეყანაში კერძო სექტორი ისევ აქტიურდება.
როგორც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზეც განაცხადა, კერძო სექტორის გააქტიურების ფონზე საბანკო სექტორიდანაც უფრო მეტი კრედიტის აღებაა შესაძლებელი.
აღნიშნული განცხადების საფუძველს გილაურს საბანკო სექტორების პორტფელების ზრდის ტენდენცია აძლევს, რომელიც ნოემბერ-დეკემბრის თვეში დაფიქსირდა.
"წინა 7 თვის განმავლობაში საბანკო სექტორების პორტფელები მცირდებოდა, თუმცა ეს კლება სექტემბერში შეჩერდა და ახლა აღნიშნული ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ეს მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ კერძო სექტორი ისევ აქტიურდება. მის შესაბამისად კი საბანკო სექტორიდან უფრო მეტი კრედიტის მიღებაა შესაძლებელი", - განმარტა გილაურმა.