მთავრობა მეოთხე კვარტალში ეკონომიკის ზრდას ელის. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, მეოთხე კვარტალში მოსალოდნელია პლუს 3 პროცენტამდე ეკონომიკური ზრდა.
"თუმცა იმის გამო, რომ ეკონომიკური ზრდა წინა სამ კვარტალში არ დაფიქსირებულა, საერთო ჯამში ქვეყანის ეკონომიკური წლიური ზრდის მაჩვენებელი მინუს 4 პროცენტზე დაბალანსდება. ამასთან გილაურმა მესამე კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელზეც ისაუბრა და განმარტა, რომ სტატისტიკის დეპარტამენტმა მისი დაანგარიშება უკვე დაასრულა.
"მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი მინუსიანი იყო და ის მინუს 1,3 პროცებტზე დაბალანსდა, თუმცა პირველ (-5,9 პროცენტი) და მეორე (-10 პროცენტი) კვარტლებთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი გაუმჯობესებულია" - განაცხადა გილაურმა.
მისივე განმარტებით, მშპ-ში ყველაზე დიდი წილი დღგ-ს ბრუნვაზე მოდის.
"ოქტომბრის თვეში დღგ-ს ბრუნვის მიხედვით პლუს 2,2 პროცენტიანი ეკონომიკური აქტივობა დაფიქსირდა. წინა კვარტლები მინუსიანი იყო, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში პოზიტივს ველოდებით" - განმარტა პრემიერმა.