დღეს, 26 აგვისტოს, "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ კახა კუკავა მოსკოვში 3 დღის წინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში კუკავა რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ონიშენკოს განცხადებით, რუსეთი არ აპირებს მიმართოს საქართველოს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდების აღდგენის მოლაპარაკებებების დაწყების ინიციატივით. ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ინტერესი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციისადმი ისეთივეა, როგორიც ბურკინა ფასოს პროდუქციისადმი. "ის მოცულობა, რომელიც თეორიულად შეუძლია ამ ქვეყანამ რუსეთს მიაწოდოს, არის მიზერული და ძალიან მცირე ჩვენი სამომხმარებლო ბაზრისთვის", - განუცხადა ონიშენკომ "ინტერფაქსს".