ევროკავშირის სამდამკვირვებლო მისიის წარმომადგენელთა განცხადებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან საქართველო პროვოკაციას არ გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
"ევროკავშირის მისიამ ვერ აღმოაჩინა ვერანაირი მტკიცებულება, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღავათან 26 გავისტოს პროვოკაცია იგეგმებოდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროკავშირის სადამკვირვბლო მისია "სერიოზულად უდგება ნებისმიერ მოვლენას, რომელმაც შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადამინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, ყურადღებით აკვირდება ვითარებას, ახორცილებს დამატებით პატრულირებას და ურთიერთობს ყველა საკონტაქტო პირთან, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან".
აღსანიშნავია, რომ ოსი სეპარატისტების და რუსეთის ფედერაციის საგრეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს 26 აგვისტოს ცხინვალის ოკუპირებულ ე.წ. საზღვრებთან პროვოკაციების დაგეგმაში ადანაშაულებდა, რაზედაც ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ბრალდებები საფუძველს არის მოკლებული და "აბსურდია".