საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს ევროპული სარდლობის მეთაური ადმირალი ჯეიმს სტავრიდასი მიიღო.
შეხვედრისას, მხარეებმა ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობისა და ISAF -ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ისაუბრეს. ჯეიმს სტავრიდასმა საქართველოს პრეზიდენტს ქართველი ჯარისკაცების განსაკუთრებული სიმამაცისა და თავდადებისთვის პირადად გადაუხადა მადლობა.
მიხეილ სააკაშვილმა სტუმარს ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები, ასევე განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტუქტურული პროექტებიც გააცნო.
სასახლეში სტუმრობისას პრეზიდენტმა ადმირალს ძველი თბილისის ხედებიც დაათვალიერებინა.
ნატო-ს გაერთიანებული ძალების სარდალი ევროპაში, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.