პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თეიმურაზ შაშიაშვილი ვლადიკავკაზში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შაშიაშვილი "ქართულ-ოსური დიალოგის" და "კავკასიური დიალოგის" ფორმატში შეხვედრებს ვლადიკავკაზის გარდა, კიევსა და მინსკშიც გამართავს.
პრესამსახურის ინფორმაციით, "თეთრების" ლიდერი სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლებს არ შეხვდება.
"შეხვედრები იქნება ქართული, ოსური და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებთან, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეებში. მოეწყობა შეხვედრა საქართველოს ხალხთა ასამბლეაში, მის ხელმძღვანელ გოჩა ძასოხოვთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრა თამაზ აბდულატიპოვთან, რომელიც რუსეთის კავკასიური დიასპორის ხელმძღვანელი და კულტურის უნივერსიტეტის რექტორია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ვიზიტის დეტალებზე თემურ შაშიაშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 28 დეკემბერს, სპეციალურ ბრიფინგზე თავად ისაუბრებს.