"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოს ხვალ, 26 აგვისტოს შეხვდება.
"შეხვედრა 26 აგვისტოსაა ჩანიშნული, თუმცა დაზუსტებულ პასუხს პარტიის ლიდერისგან დღის ბოლომდე ველოდებით", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიაში.
შეგახსენებთ, რომ კახა კუკავა მოსკოვში 2 დღის წინ გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში კუკავა რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშენკოს შეხვდება, რის თაობაზეც განცხადება თავად ონიშენკომაც გააკეთა. როგორც ონიშენკო აცხადეს, საუბარი რუსულ ბაზარზე "ბორჯომის" დაბრუნების შესაძლებლობას შეეხება.