ახალი წლის დღეებში საქათველო-რუსეთს შორის შესაძლოა საჰაერო მიმოსვლა აღდგეს.
ჩარტერული რეისების დანიშვნის წინადადებით კომპანია "აირზენამ" რუსულ მხარეს უკვე მიმართა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ტრანპორტის სამინისტრო საქართველოს აღნიშნულ წინადადებას განიხილავს და გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს.
წინასწარი ინფორმაციით, დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სპეცრეისები რუსეთის მიმართულებით 26 დეკემბრიდან დაინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართული კომპანიის წარმომადგენლები დღეს ბრიფინგის გამართავს გეგმავენ.