21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები, აჭარის ტელეკომპანია "25-ე არხის~ მხარდასაჭერად, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან.
ჟურნალისტები ტელეკომპანიისთვის დაკისრებული იმ ვალების ჩამოწერას ითხოვენ, რომელიც `25-ე არხს~ იმ პერიოდზე დააკისრეს, როცა აჭარაში, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს, ტელეკომპანია მეპატრონეებს წართმეული ჰქონდათ.
ამავე დღეს, ტელეკომპანია "25-ე არხის~ მხარდასაჭერად აქციები გაიმართება საფრანგეთის ქალაქ ლილშიც, მოგვიანებით კი, 29 ოქტომბერს, ევროსამიტის დროს, ბრიუსელში. უცხოელ ჟურნალისტებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ყველა შეხვედრასა და პრესკონფერენციაზე, მხარდაჭერის ნიშნად, მკერდზე აჭარის ტელეკომპანია `25-ე არხის~ ლოგო ექნებათ მიმაგრებული.