საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს პასკალ ლემის შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის არსებულ თანამშრომლობას და მომავალ პერსპექტივებს.
ვაშაძემ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთს შორის შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.