ბიზნესმენები საკუთრების უფლების მეტ გარანტიებს ითხოვენ. ეს მოთხოვნა ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პარალმენტში საკონსტიტუციო ცვილების საორგანიზაციო კომიტეტის სხდომაზე დააყენა.
როგორც მან აღნიშნა, საკუთრების უფლების მეტ გარანტაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც აღნიშნულ საკითხს კონსტიტუცია დაარეგულირებს და საკონსტიტუციო ცვლილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც განხორციელდება. მისი თქმით, კერძო საკუთრების უფლებას ბიზნესის განვითარებისთვის გადაწმყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამ საკითხზე უფრო მეტი გარანტიები უნდა არსებობდეს.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებით, რომელიც პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული, დგინდება, რომ გადასახადების გაზრდის საკითხი რეფერენდუმის გზით გადაწყდება. ამავე პროექტში ნათქვამია, რომ ხანგრძლივვადიანი სატაბილური ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვარსა და ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრინციპებს ადგენს საქართველოს ორგანული კანონი. სავარაუდოდ, სწორედ ამ ორგანულ კანონში ჩაიდება საკუთრების უფლების დაცვის დამატებითი ბერკეტებიც.