"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, დღეს თელავის რაიონში რამდენიმე შეხვედრა გამართა. გიორგი თარგამაძე გლეხებსა და მექანიზატორებს საშემოდგომო სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა. მოგვიანებით საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი თელაველებს ქალაქის ცენტრში, დარბაზში შეხვდა. რთველის სამზადისისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პრობლემების გარდა, გიორგი თარგამაძემ 2 ოქტომბერს თელავში დაგეგმილი არჩევნების შესახებაც ისაუბრა.
"პარტიაში უკვე დასრულდა კონსულტაციები და "ქრისტიან-დემოკრატები" საკუთარ კანდიდატურას რამდენიმე დღეში წარმოგიდგენთ. იგი თქვენთვის კარგად ნაცნობი ადამიანია და ვიმედოვნებთ თქვენს მხარდაჭერას. შესაძლებლობების ფარგლებში, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ თქვენი პრობლემების გადასაჭრელად გზების მოძიებას. გპირდებით, დაუღალავ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში ყველაზე დაფასებული გლეხი და მშრომელი ადამიანი იყოს და არა - რომელიმე მინისტრი ან პარლამენტარი" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
შეგახსენებთ, რომ თელავის №17 საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარული წესით გასამართი შუალედური არჩევნებისთვის, ცესკო-ში სამი პოლიტიკური სუბიექტი დარეგისტრირდა. არჩევნებში მონაწილეობას - "ქრისტიან-დემოკრატები", "ნაციონალური მოძრაობა" და "მრეწველები".მიიღებენ. შუალედური არჩევნები თელავში პარლამენტის წევრის - გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები