"თავისუფალი საქართველო" ბადრი ბიწაძეს პოლიტიკურ "პატიმრად" მიიჩნევს.
როგორც კახა კუკავას პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლომ ბიწაძეს ბრალი ცრუ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაუმტკიცა.
"თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ განაჩენი ბადრი ბიწაძეს პროკურატურამ გამოუტანა, მოსამართლემ კი მასზე უბრალოდ ხელი მოაწერა", - მიიჩნევენ კუკავას პარტიაში.
„თავისუფალი საქართველო" პროტესტს გამოთქვამს სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ კიდევ ერთი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიების გამო და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო შეფასება მისცეს აღნიშნულ ფაქტს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძეს დღეს დაუსწრებლად 5,6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.