დედოფლისწყაროში, ტარიბანის მინდვრებში არსებულ ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მომუშავე მწყემსი ფერმის მეპატრონემ გარდაცვლილი იპოვა.
რადიო "ჰერეთის" ინფორმაციით, დედოფლისწყაროში მცხოვრები 61 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს.
გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად გველის ნაკბენი სახელდება.
ფაქტზე შს სამინისტროს დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.