თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კაია კალასს უმასპინძლა..
თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრა მედიისთვის დახურულ რეჟიმში გაიმართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების ხელმძღვანელი ბურჰანეთინ დურანი და პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში მთავარი მრჩეველი აქიფ ჩაღათაი ქილიჩი.