საქართველო ეჭვობს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების წარმატების დასრულებას, ამის შესახებ ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ მომზადებულ სპეციალურ წერილში, რომელიც ვმო-ს გაეგზავნა.
ელჩი აცხადებს, რომ მოსკოვი არ მოდის არავითარ დათმობაზე და არ თანხმდება თბილისის მიერ დასმულ არც ერთ საკვანძო პირობას, უფრო მეტიც რუსეთი ახდენს პროცესის პოლიტიზირებას, მაშინ როდესაც საქართველო დიალოგისათვის მზადაა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით 9-10 აგვისტოს მხარეებს შორის გამართული მოლაპარაკებები ფაქტობრივად ჩაიშალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთს შორის, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საქართველო თანახმაა, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადოს, თუ კი რუსეთის საქართველოს რამდენიმე პირობას დააკმაყოფილებს.