ბიზნესასოციაცია აქციზის განაკვეთების რეგულირებას ითხოვს. ეს მოთხოვნა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების საორგანზიაციო კომისიის სხდოამზე მას შემდეგ დააყენა, რაც გაცხადდა, რომ რეფერენდუმზე არ გადაწყდება აქციზის განაკვეთების გაზრდის საკითხი.
კომისიის სხდოამზერ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ვატო ლეჟავამ განმარტა, რომ რეფერენდუმზე გადაწყდება მხოლოდ ქონების გადასახადის გაზრდის საკითხი და აქციზის გაზრდის საკითხი მთავრობის პრეროგატივად დარჩება.
სოსო ფხაკაძე კი აცხადებს, რომ აქციზის განაკვეთების გაზრდა პირდაპირ იქნება დამოკიდებული ფასების ზრდაზე და ამიტომ მოითხოვს, რომ ეს საკითხი გარკვეულ წილად კანონმდებლობით უნდა იყოს დარეგულირებული.
მისი განმარტებით, ეს საკითხი შესაძლოა ხელისუფელბამ ნებისმიერ დროს გამოიყენოს ბიუჯეტის შესავსებად როგორც კი ბიუჯეტში დეფიციტი გაჩნდება.
შესაბამისად, ითხოვს, რომ აქციზის ზღვარი კანონით იქნას განსაზღვრული. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილი კი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი სავარაუდოდ სპეცილური ორგანული კანონით დარეგულირდება, რომელიც პარალმენტში მას შემდეგ შევა, რაც კონსტიტუციაში აღნიშნული ცვლილება იქნება მიღებული.