აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს მთავრობა საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებას განაგრძობს. ამის შესახებ ტერორიზმის თაობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ, 2010 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
"2010 წელს საქართველოს მთავრობა განაგრძობდა საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებას. მან ასევე გადადგა ნაბიჯები გაეროს უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტული რეზოლუციების შესასრულებლად და თანამშრომლობდა აშშ-თან და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. საქართველოს მთავრობამ გამოიძიების შედეგად დააკავა ეჭვმიტანილები ტერორიზმთან დაკავშირებულ ქმედებებში, მათ შორის პირები, ვინც ჩართული იყო ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდაში", - ნათქვამია ანგარიშში.
მათივე შეფასებით, ის, რომ საქართველოს მთავრობა ვერ აკონტროლებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ზღუდავს მის შესაძლებლობას შეებრძოლოს ტერორიზმს ამ რეგიონებში და დაიცვას რუსეთთან საზღვარი.