"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შეფასებით, რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლება ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის და ქვეყანაში ნეობოლშევიზმი და დიქტატურაა გამეფებული.
"ნეობოლშევიზმის "საუკეთესო" ტრადიციები, როდესაც რუსთაველის თეატრის რეჟისორებს ხვრეტდნენ, აპატიმრებდნენ, გადასახლებაში მიყავდათ, გაგრძელდა. დღეს მოდერნიზებული ბოლშევიზმია გალამაზებული დემოკრატიის ფასადით. დღეს აკმარეს რობერტ სტურუას თანამდებობიდან მოხსნა, ვითომდა ქსენოფობიის ბრალდებით". ქვეყანაში დემოკრატია არ არის და ნეობოლშევიზმი და დიქტატურაა დამყარებული. ამას ადასტურებს კულტურის მინისტრის ბრძანებაც, რის საფუძველზეც რობერტ სტურუას გათავისუფლება მოხდა", - აცხადებს ბურჯანაძე.
"დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს" არც სტურუას ქსენოფობიური მიდრეკილებების არ სჯერა და განმარტავს, რომ ეს მის შემოქმედებაშიც იგრძნობა.
"ვინც ბატონი რობერტის შემოქმედებას იცნობს, ერთი წამითაც არ დაიჯერებს მის ქსენოფობიურ მიდრეკილებებს", - მიიჩნევს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი.