რუსეთში, ჩელიანსკის რაიონის ადგილობრივი დუმის დეპუტატი და ბიზნესმენი ვიაჩესლავ სერედკინი და მისი მეუღლე ტატაინა სერედკინი მოკლეს.
წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ძარცვას განიხილავს.
არსებული ცნობით, ბიზნესმენის პირადი მძღოლი სერედკინის საცხოვრებლ სახლში მის სამსახურში წასყვანად მივიდა და ამ დროს სახლის ერთ-ერთი ფანჯარა გატეხილი დახვდა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკა.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, ორი ცხედარი იპოვეს, რომლთაც ბასრი იარაღით მიყრენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ.
ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარებს გამოძიება.