"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს დამწვრობის ცენტრში მივიდნენ და კლინიკაში შექმნილი მდგომარეობით დაინტერესდნენ. როგორც მაგდა ანიკაშვილს და გიორგი ახვლედიანს თანამშრომლებმა განუცხადეს, ცენტრი თვის ბოლოს იხურება და განყოფილება რეფერალურ საავადმყოფოში იხსნება, თუმცა უამრავი საკითხი კვლავ ბუნდოვანი რჩება.
"დღეს არსებული 36 საწოლიდან რეფერალურ საავადმყოფოში გათვალისწინებულია 20 საწოლი, რაც ჩვენც და ცენტრის თანამშრომლებსაც არასაკმარისად მიგვაჩნია. ამას გარდა, დღმდე გაურკვეველია რამდენი თანამშრომელი გადავა ახალ კლინიკაში და რა კრიტერიუმებით შეარჩევენ მათ. "ქრისტიან-დემოკრატები" ვითხოვთ მაქსიმალურად მოხერხდეს ადამიანების დასაქმება, კრიტერიუმები იყოს ობიექტური და თანამშრომლებს დროულად მიეწოდოს ინფორმაცია რეფორმის ყველა დეტალთან დაკავშირებით" - განუცხადა ჟურნალისტებს მაგდა ანიკაშვილმა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ.