დღეს ცესკოს თავმჯდომარე კომისიის მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ გეგმას საზოგადოებას გააცნობს. სპეციალური ბრიფინგი ცესკოში 16:00 საათზე გაიმართება.
2011-2015 წლებზე გათვლილი სტრატეგიული გეგმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. დოკუმენტის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესისადმი ნდობის გაღრმავებას.