მესტიის რაიონში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"მესტიის რაიონში, ლატალის ტყეში გაჩენილი ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია, მის ჩასაქრობად ადგილზე მობილიზებულია: შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო რაზმები, თავდაცვის სამინისტროს ვერტმფერნები, სატყეო დეპარტამენტი და ადგილობრივი მოსახლეობა. ლოკალიზებულია ხანძრის ძირითადი კერები, ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცეცხლის მცირე კერების ლოკალიზაციისათვის", - ნათქვამია მერაბიშვილის უწყების განცხადებაში.