თავისუფალი დემოკრატები რეგიონში შეხვედრებს განაგრძობენ. ირაკლი ალასანია დღეს ფოთის მცხოვრებლებს შეხვდა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ფოტში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებიც მოინახულა და მათ პრობლემებს გაეცნო.
"მთავარი პრობლემა არის ტოტალური უმუშევრობა. ფოთსაც კი, სადაც თითქოს პორტი გაიყიდა, ინვისტიციები უნდა შემოსულიყო, სადაც არაბი ინვესტორები შემოიყვანეს, იგივე პრობლემები აწუხებს, რაც ნებისმიერ სოფელს თუ ქალაქს - არ არის სამუშაო ადგილები. ფოთის პორტის ინვესტორს აქ არაფერი ჩაუდია. ინვესტიცია მხოლოდ ქაღალდზე დარჩა, ხალხი კი კვლავ მოტყუებულია. ხელისუფლება არაფერს აკეთებს მეთევზობის გასავითარებლად. უამრავი მეთევზე სახლშია და ელოდება, როდის მოვა უკეთესი დრო. უკეთესი დრო კი მაშინ დადაგება, როდესაც ნაციონალური მოძრაობა შეიცვლება", - განაცხადა ალასანიამ.