ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება.
რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ (რეზიდენციით ქ. ერევანში) ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალის უფლებამოსილების ვადა ეწურება. დიპლომატი დღეს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო.
ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალმა გრიგოლ ვაშაძეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაწეული მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ფართო სპექტრი და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერის საკითხი.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრების 2011 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრისა და 2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა.