საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს, ჯონ ბასს შეხვდა. შეხვედრა საგარეო უწყებაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროში განუცხადეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.