ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა რწმუნებათა სიგელები ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, დილმა რუსეფს გადასცა.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩთან საუბრისას ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრაზე ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
ბრაზილიის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩს ოთარ ბერძენიშვილს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.