შსს სასაზღვრო პოლიციის N 3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, N6 სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე ვარასტატ კირაკოსიანი დააკავა, რომელმაც სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით.