რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის გივი შუღაროვისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მე-4 დეპარტამენტის დირექტორის ალექსეი პავლოვსკის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრა ქართული მხარის ინიციატივით შედგა, რომლზეც გივი შუღაროვმა წამოჭრა საქართველოს ინტერესების სექციის ფუნქციონირების საკითხი, რომელსაც დაბრკოლებები შეექმნა.
არსებული პრობლემების გამო კი საქართველოს ინტერესების სექცია იძულებული გახდა 2011 წლის 4 აგვისტოს, 2 სამუშაო დღის განმავლობაში, შეეწყვიტა მოქალაქეთა საკონსულო მომსახურება.
ქართული მხარე საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის კონსულტაციების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც შვეიცარიის მხარის თანდასწრებით უნდა გაიმართოს.
შეხვედრის გამართვის მთავრ მიზნად მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციისა და თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა სახელდება.