თურქეთმა სირიის საზღვრისპირა რაიონებში ჯარის დამატებითი ნაწილები შეიყვანა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას თურქეთის ხელისუფლებაში ლტოლვილთა ახალი ნაკადის შესაძლო წარმოქმნით ხსნიან.
თურქეთის ჯარების სარდლობა აცხადებს, რომ საზღვარზე ვითარება კონტროლზეა აყვანილი.
ამჟამად თურქეთში 7 ათასი ლტოლვილი იმყოფება. ისინი კარვების ქალაქში არიან განთავსებულნი. ამავდროულად, თურქეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ შესაძლოა ქვეყანაში სირიიდან კიდევ 17 ათასი ლტოლვილის გადმოსვლა მოხდეს.