სანკტ-პეტერბურგში სამართალდამცველებმა "სახალხო თავისუფლების" პარტიის თავმჯდომარე ბორის ნემცოვი დააკავეს.
"ინტერფაქსის" ინფორმაციით, ნემცოვის დაკავება იმ დროს მოხდა, როცა ის და მისი თანამოაზრეები სააგიტაციო ბუკლეტებს არიგებდნენ.
"მარშალ ჟუროვის ქუჩაზე ვარიგებდით სააგიტაციო ფურცლებს, რომელიც შეიცავდა მოწოდებას, ხმა მიეცათ ვალენტინა მატვიენკოს წინააღმდეგ. როცა ერთ-ერთ ქუჩაზე გამოვედით, შეგხვდა ორი პოლიციელი, რომელთაც ასევე გადავეცით სააგიტაციო ფურცელი. მათ ჩვენ დაგვაკავეს", - განაცხადა ნემცოვნა.
მისივე თქმით, პოლიციის განმარტებით დაკავების მიზეზი უკანონო აგიტაცია იყო.
"როგორ შეიძლება ეს იყოს უკანონო აგიტაცია, თუ ამ ოლქში ტარდება არჩევნები და ჩვენ გამოვხატავთ საკუთარ მოსაზრებას", - განმარტა ნემცოვმა.
შეგახსენებთ, რომ პეგერბურგის გუბერნატორი ვალენტინა მატვიენკო კენჭს იყრის რუსეთის ფედერაციის საბჭოში, სადაც თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც პეტერბურგის პარლამენტმა ფედერაციის საბჭოდან საკუთარი წარმომადგენელი სერგეი მირონოვი გამოიწვია.