საქართველომ და მიკრონეზიამ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის გაფორმებული ოქმის თანახმად, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობაში მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით იხელმძღვანელებენ.
ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ-იორკში, გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით უკვე აცნობეს გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს.
აღსანიშნავია, რომ 2011 წელს საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები აღნიშნულის გარდა კიდევ 14 სახელმწიფოსთან დაამყარა. ესენი არიან ანტიგუა და ბარბუდა, ბაჰამის თანამეგობრობა, გვინეა-ბისაუ, კონგო, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მავრიტანია, მაურიტიუსი, რუანდა, სოლომონის კუნძულები, სომალი, სურინამი, ტრინიდადი და ტობაგო, ტუვალუ და ჰონდურასი.