"სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ნონა გაფრინდაშვილი ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით მის დაკითხვას ითხოვს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბიწაძის ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განუცხადა, ნონა გაფრინდაშვილის აზრით, მას გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია აქვს.
"ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკითხონ. გაფრინდაშვილის აზრით, მისი ჩვენება სასამართლოს ობიექტურ გადაწყვეტილებაში დაეხმარება", - განმარტა ადვოკატმა.
მისივე თქმით, გაფრინდაშვილის დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობას ის ხვალ, 15 აგვისტოს დაგეგმილ პროცესზე დააყენებს.
"ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ ქალბატონი ნონა დაიკითხოს. თუ მოსამართლე მასზე უარს განაცხადებს, მაშინ, საქმესთან დაკავშირებით სასამართლო საბოლოო განაჩენს მომავალ კვირას გამოაცხადებს", - აღნიშნა ლევან სამუშიამ.