ყახაზეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის არაფორმალური სამიტის მთავარი თემა არაბული ქვეყნების რევოლუციები და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე შესაძლო სახალხო მღელვარებების წარმოქმნის საფრთხე გახდა. ორგანიზაციას გადაწყვეტილი აქვს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კიბერსივრცეს.
აღნიშნულის მოტივად კი ეგვიპტესა და ლიბიაში არსებული რეჟმების დამხობაში სოციალური ქსელების როლი სახელდება.
ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშემკოს განცხადებით, ჩრდილოთ აფრიკის მოვლენებმა ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობის გარკვეული ასპექტები განსაზღრა.
გაზეთი "კომესანტი" წერს, რომ რიგი ქვეყნები ორგანიზაციის წევრობას გარკვეულ ტვირთად აღიქვამდნენ, მაგრამ ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულმა მოვლენებმა ისინი გამოაფხიზლმა.
"ჩვენ გვაკავშირებს სურვილი წინ აღვუდგეთ მსგავს დესტრუქციულ ტენდენციებს", - განაცხადა ლუკაშენკომ.
"ფეისბუკისა" და "ტვიტერის" მიერ აღმოსავლეთის რევოლუციებში განმსაზღვრელი როლის გათვალისწინებით ორგანიზაცია შეეცდება ერთობლივად ებრძოლოს კიბერსაფრთხეებს.
გამოცემა წერს, რომ ახლო აღმოსავლეთის ლიდერებთან ოგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერების მსგავსება თვალში საცემია - "ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 20 წელია ქვეყნის სათავეშია, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმანოვი და ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 17-17 წელი".
ორგანიზაციის წევრი ქვეყნები მივიდნენ დასკვნამდე რომ აუცილებელია ორგანიზაცია გადაიქცეს ანტირევოლუციურ ფრონტად.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთიანი ძალისხმევით შევიმუშავებთ საფრთხეების წინააღმდეგობის ზომებს უპირველეს ყოვლისა საინფორმაციო და კიბერ სივრცეში. "- განაცხადა ლუკაშენკომ.