ძაღლი აღარ არის ადამიანის საუკეთესო მეგობარი, მას კომპიუტერი ცვლის. დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პერსონალური კომპიუტერი შეცვლის სახლში ძაღლს როგორც "საუკეთესო მეგობარს", წერს "დეილი მეილი".
მკვლევართა დასკვნით, ადამიანთა მხოლოდ 6% მიიჩნევს, რომ " ბევრი ადამიანი საკუთარ ძაღლს უფრო ირჩევს, ვიდრე პერსონალურ კომპიუტერს", 67% კი პირიქით ფიქრობს. ძაღლის მფლობელთა შორისაც კი 38 % აღიარებს, რომ პერსონალურ კომპიუტერს უფრო ენდობა, ვიდრე ძაღლს, რასაც 36% არ დაეთანხმა.
ჟურნალ "კომპიუტერაქტივის" რედაქტორმა პოლ ალენმა, რომელიც კვლევას " სასტიკი მოპყრობისგან ცხოველთა დაცვის" სამეფო საზოგადობასთან ერთად ატარებდა, აღნიშნა: "დღეს შეგიძლიათ სასეირნოდ გამოიტანოთ თქვენი პერსონალური კომპიუტერი, თუ ის ლეპტოპი ან პლანშეტია. ხოლო პირველი კომპიუტერის გამოჩენა, რომელიც შეძლებს ფლოსტი მოგიტანოთ - ეს მხოლოდ დროის საკითხია".
გამოკითხვაში 2 ათასი ბრიტანელი მონაწილეობდა.