80 წლის მილიარდერის ჯორჯ სოროსის ყოფილი საყვარელი, ბრაზილიელი მსახიობი ადრიანა ფერეირა ფილანტროპისგან 50 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს.
საპნის ოპერის 28 წლის ვარსკვლავმა თავისი სარჩელით ფინანსური მაგნატი "ცემა-ტყეპაში"დაადანაშაულა
10 აგვისტოს მანჰეტენის უზენაეს სასამართლოში შეტანილ სარჩელში, ნათქვამია, რომ 2010 წელს სოროსი ადრიანას დაჰპირდა შეეძინა ბინა ნიუ-იორკის პრესტიჟულ რაიონში, რომლის ღირებულება 2 მილიონი დოლარია, ხოლო შემდგომ განაცხადა, რომ ბინა სხვა ქალისათვის შეიძინა.
ბინის თაობაზე შელაპარაკების დროს სოროსმა მას ჯერ სილა გააწნა, ხოლო შემდეგ ცდილობდა გაეგუდა.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ სოროსმა მას მაგიდის ნათურა ესროლა, რომლის ნამსხვრევებმა ფეხი გაუჭრა და მას ნაკერი დაადეს. მსახიობმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა იმ მომენტში საჩივარი არ შეუტანია.
მილიარდერის წარმომადგენლის განცხადებით, სოროსის ყოფილი საყვარლის ყველა ბრალდება მოგონილია და სოროსისაგან მას მხოლოდ ფული სჭირდება.
მაგნატის ადვოკატმა აღნიშნა, რომ პოლიციას ფერეირაზე თავდასხმის ფაქტი არ დაურეგისტრირებია.
მსახიობი ირწმუნება, რომ საქმე ფულში არ არის და ის სწუხს 5 წლის ურთიერთობის შემდეგ სოროსმა გული გაუბზარა - ის შეურაცხოფილია. სოროსმა დაპირებული ბინა სხვა ქალს გადასცა.
ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების ცნობით მოგვიანებით სოროსმა სცადა მდგომარეობის გამოსწორება და ადრიანასთვის სხვა ბინის ყიდვა ღირებულებით 4,3 მილიონი დოლარი, მაგრამ დაპირება კვლავ არ შეასრულა.